გლდანის მე-8 მიკრო რაიონში საბავშვო ბაღის მშენებლობა ფინალურ ფაზაშია. მიმდინარე სამუშაოები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძეს გააცნო.
ბაგა-ბაღი 10-ჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელს მიიღებს. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება: ადაპტირებულია შშმ პირთათვის, გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოებისა და ბავშვთა უსაფრთხოების ყველა საკითხი.
ბაგა-ბაღის ეზოში მოეწყობა სათამაშო მოედნები, დამონტაჟდება საჩრდილობლები და სხვა საპარკე ინვენტარი.
სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, შემოდგომაზე, ეტაპობრივად გაიხსნება ხუთი ბაღი.
„ამჟამად თბილისში 9 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან ხუთს შემოდგომაზე ეტაპობრივად გავხსნით. ახალი შენობები აკმაყოფილებს იმ თანამედროვე სტანდარტებს, რაც სკოლამდელი განათლების დაწესებულებისთვისაა სავალდებულო - მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ბავშვთა უსაფრთხოება“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.