მამუკა ბახტაძე: „სამხედროების სოციალური უზრუნველყოფა ჩემი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით განსაკუთრებული პროექტია ბინათმშენებლობა“
13-08-2019, 18:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება. კერძოდ, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, თბილისში 635 ოფიცრისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აშენდება.

 

 

ამ მიზნით ჩამოყალიბდა ამხანაგობა, რომელსაც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო დაახლოებით 10 ჰექტარ მიწას მახათას მთის ტერიტორიაზე მთავრობა პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად გადასცემს. მთავრობა ასევე უზრუნველყოფს ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების მშენებლობის თანადაფინანსებას.

 

 

პროექტის მიმდინარეობასა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებლით უზრუნველყოფისკენ მიმართულ სხვა ნაბიჯებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს თავდაცვის მინისტრსა და ამხანაგობის ხელმძღვანელ სამხედროებს ესაუბრა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სამხედროების სოციალური უზრუნველყოფა მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ბინათმშენებლობა ამ მიმართულებით განსაკუთრებული პროექტია. პრემიერმა აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით კიდევ არაერთი პროექტი განხორციელდება. მამუკა ბახტაძემ თავდაცვის სამინისტროს დაავალა, უახლოეს მომავალში წარმოადგინოს დროში გაწერილი გეგმა, პროექტის მომდევნო ფაზების განხორციელების შესახებ. სამხედრო მოსამსახურეების  საცხოვრებლით უზრუნველყოფისკენ მიმართული პროექტები საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი