იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა, პარლამენტის წევრმა მამუკა მდინარაძემ, ვანისა და ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.
უხუთის, საპრასიისა და ქვედა და ზედა გორას მაცხოვრებლებმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე ყველა ის საკითხი დასვეს, რომლის დროულად მოგვარება მათთვის მნიშვნელოვანია. ღია დიალოგის რეჟიმში შეხვედრებისას მოქალაქეებმა ის პრიორიტეტები დაასახელეს, რომლებიც მათი სოფლების განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. თავის მხრივ კი ხელისუფლება გეგმავს, მოსახლეობის წინადადებები გაითვალისწინოს და მომავალი წლის ბიუჯეტში ასახოს.
შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, შეიქმნება ისეთი პროგრამები, როომლებიც მოქალაქეების საჭიროებების სისტემურ მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მომავალი წლის ბიუჯეტის სწორად და ყველა მიმართულებით დაგეგმარება, სადაც გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის ინტერესები და საჭიროებები.
ღია დიალოგის რეჟიმში შეხვედრები მოქალაქეებთან გრძელდება. იმერეთის რეგიონში მსგავსი შეხვედრები უახლოეს პერიოდში ტყიბულსა და ბაღდათში გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.