ლევან ალაფიშვილი: "მთავრობას მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმებია ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან"
18-08-2015, 08:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და ამერიკულ ლობისტურ კომპანია Pillsbury Winthrop Shaw Pittman LLP-ს შორის კონტრაქტი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას იურისტი ლევან ალაფიშვილი ავრცელებს.


აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ფირმა უზრუნველყოფს შემდეგ მომსახურებებს: დაეხმარება საქართველოს მთავრობას ურთიერთობების განვითარებაში შეერთებული შტატების წამყვან გუნდებთან: თეთრი სახლის ოფიციალურ პირებთან, სახელწიფო დეპარტამენტთან, ასევე საფინანსო დეპარტამენტთან. ამასთან, ფირმა საქართველოს მთვრობას უზრუნველყოფს საგარეო პოლიტიკაზე, საერთაშორისო ურთიერთობებსა და საერთაშორისო საჯარო საქმეებზე რჩევებით. მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოში კანონმდებლობის რეფორმებთან დაკავშირებულ წესებზე. ასევე, მხარს დაუჭერს მთავარი მოვლენებისა და ინიციატივების დაგეგმვას, მათ შორის, აბრეშუმის გზის ფორუმსა და გაერო-ს გენერალურ ასამბლეას. განავითარებს მედიასტრატეგიას და წვდომას შეერთებული შტატების მედიასთან, რათა შეიქმნას მთავრობის საერთაშორისო პროფილი.


"მთავრობას მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმებია ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან Pillsbury Winthrop Shaw Pittman LLP, აპრილის თვეში. თვეში 50 000 აშშ დოლარსაც გადაიხდის წლის განმავლობაში. ამ კონტრაქტის მთავარი/მკაფიო საგანი გაეროს გენერალური ასამბლეაზე მთავრობის ვიზიტის და შემოდგომაზე თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმის დაგეგმვაში დახმარება. ჰოდა გაამტყუნე ეხლა რჩეულნი. გადაეხადა "იმასაც" და წაიყვანდნენ", - წერს ალაფიშვილი.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი