მამუკა ბახტაძე: „ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, რომ თავის საზოგადოებასა და ქვეყანას ყველაზე დიდი განსაცდელი ააცილოს და დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები“
14-08-2019, 15:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისიდან და ამაზე არ შეიძლება ორი აზრი არსებობდეს, - განაცხადა საქართველოა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში, აგვისტოს ომთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

 


მთავრობის მეთაურმა გორში 8 აგვისტოს დევნილებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომლებმაც საკუთარი სახლები ჯერკიდევ 90-იანი წლების დასაწყისში დატოვეს.

 

 

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ მათ შორის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც დგას თქვენი ტელევიზიის უკან, ამტკიცებდა, რომ თურმე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაწყებულა 2008 წელს. მე 8 აგვისტოს ვიყავი გორში და შევხვდი ჩვენს დევნილებს, რომლებიც ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში იყვნენ იძულებული, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი. როდის დაიწყო საქართველოს ოკუპაცია, ამაზე არ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაცია. ამაზე პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი, რომ 90-იანი წლების დასაწყისში. რაც შეეხება 2008 წელს, ბუნებრივია ამისთვის რუსეთი ძალიან დიდხანს ემზადებოდა. ეს ყველაფერი იყო ძალიან ხილული. მე შემიძლია ძალიან ბევრი მაგალითი მოგიყვანოთ, როგორ მზადდებოდა ინფრასტრუქტურა, რომ ეს ინტერვენცია განხორციელებულიყო. ეს განსაცდელი ერთ დღეში ციდან არ ჩამოვარდნილა. ამისთვის ემზადებოდნენ და ჩვენ გვქონდა 90-იანი წლების ძალიან მწარე გამოცდილება". - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 


ჟურნალისტის კითხვას, იზიარებს თუ არა მოსაზრებას, რომ ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, პრემიერმა უპასუხა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ, სამწუხაროდ 2008 წლის აგვისტოს ომი არა თუ არ აიცილა თავიდან, არამედ თავისი უპასუხისმგებლო პოლიტიკით გახადა შესაძლებელი ოკუპანტი ძალის მიერ საოკუპაციო გეგმის რეალიზაცია.


"ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა, რომ თავის საზოგადოებასა და ქვეყანას ყველაზე დიდი განსაცდელი ააცილოს და დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები",- განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი