CNN: 9 მიზეზი თუ რატომ უნდა ნახოთ საქართველო
18-08-2015, 09:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია CNN-ის ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ავრცელებს.

 


მასალაში აღწერილია 9 მიზეზი თუ რატომ უნდა ნახო საქართველო, თბილისი, მცხეთა, ყაზბეგი, უშგული, უფლისციხე, ვარძია, ქართული სამზარეულო, ღვინო და კულტურა. საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ CNN ტელეკომპანიის ოფიციალურ გვერდზე სტატიას და ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს. ჟურნალისტი ჯენიფერ ვოლკერი მკითხველს საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებს.

 


"ევროპის საზღვრების მიღმა მდებარე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საქართველო იდუმალებით არის მოცული. ჩრდილოეთ კავკასიონის მთებია გადაჭიმული, დასავლეთით შავი ზღა, სამხრეთით კი მშრალი უდაბნოები. ეს პატარა ქვეყანა რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქეთს ესაზღვრება. საქართველო არამხოლოდ სხვადასხვა კულტურების გზაგასაყარზეა, ეს ქვეყანა გამოირჩევა შესანიშნავი და მდიდარი ბუნებით. ბოლო პერიოდამდე ძალიან ბევრი ადამიანისთვის რთული იყო საქართველოს რუკაზე მოძებნა, ზოგს ამერიკის შტატ ჯორჯიაშიც ეშლებოდა, მაგრამ საქართველომ სწრაფად დაიმკვიდრა თავის, როგორც ევროპის ახალი და ცხელ-ცხელი ტურისტული მიმართულება.



აქ არის 9 მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ საქართველოს ახლავე:

1 თბილისი.

ეკლექტური, მრავალფეროვანი ქალაქი, დაკიდებული აივნებითა და სპარსული სტილის გოგირდის აბანოებით, თამედროვე ფუტურისტული შუშის შენობებით. მდინარე მტკვრის ხეობაში მდებარე ქალაქი მთებითაა გარშემორტყმული. არქეოლოგიური კვლევების მიხედვით პირველი დასახლება თბილისის ტერიტორიაზე ძველი წელთაღრიცხვის მე-4 ათასწლეულში იყო. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე თბილისი ძველი აბრეშუმის გზის მულტიკულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ეთნიკური მრავალფეროვნება და ეკლექტური არქიტექტურა დღევანდელ თბილისზეც აისახება.
აბანოთუბანში აბანოები სპარსული ტრადიციების მიხედვით ფუნქციონირებს, თუმცა თერმული წყალი აქ მიწიდან ბუნებრივად ამოდის. აბანოთუბნიდან გამოსვლის შემდეგ ქართულ, სომხურ ტაძრებს, მეჩეთსა და სინაგოგებს, ასევე ზოროასტრიული ეკლესიის ნანგრევებს იხილავ.
თბილისის მულტიკულტურას სრულად შემოდგომაზე გაეცნობით, ამ პერიოდში 25 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის თეატრის საერთაშორისო ფესტივალი ტარდება.

2. უშგული. ევროპის უმაღლესი დასახლება.

კავკასიონის მთებში 2200 მეტრზე მდებარე ამ სოფელში მთელი წლის განმავლობაში ცხოვრობენ. უშგული საქართველოს უმაღლესი მწვერვალის, შხარას ძირში მდებარეობს და ცნობილია თავდაცვითი კოშკებით, რომელიც თითოეულ სახლს აკავშირებს. სვანეთის რეგიონი ცნობილია უნიკალური კულტურით. სვანეთის მთავარი ქალაქია მესტია, რომელიც თანდათან შვეიცარიული კურორტის ექვივალენტი ხდება. რთული გზის გამო უშგულის მიმართულებით გადაადგილება ადვილი არ არის, სამაგიეროდ ამ სოფელმა პირველადი სახე შეინარჩუნა და ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს აქ დრო გაჩერებულია. უშგული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული.

3. ღვინის სამშობლო

როდესაც ღვინის სამშობლოზე ვიწყებთ ფიქრს გვახსენდება საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი ან სპარსეთი, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო მსოფლიოში ღვინის უძველესი რეგიონია. 2003 წელს არქეოლოგებმა საქართველოში აღმოაჩინეს ფაქტები, რომლის მიხედვითაც ქვის ხანის პერიოდში, 8 ათასი წლის წინ ადამიანები ღვინის პროდუქტს ქმნიდნენ. ამ პერიოდიდან მოყოლებული ღვინო საქართველოს ეროვნულ იდენტობის საკითხში მთავარ როლს თამაშობს. ქვეყნის უძველესი ტრადიცია, რაც ღვინის ქვევრში დაყენებას გულისხმობს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული. საქართველოში ასობით ვაზის ძირძველი ჯიშია შენარჩუნებული. ქართული ღვინო ნელნელა მსოფლიო აღიარებას იპოვებს.

4. იდუმალებით მოცული კლდეში ნაკვეთი ქალაქები

საქართველო ევროპაში უჩვეულო კლდეში ნაკვეთი ქალაქების სამშობლოა. მარტო ამ ქალაქების სანახავად ღირს საქართველოში მოგზაურობა. უძველესი უფლისციხე, რომლის ზედაპირი მთვარის ლანდშაფტს ჰგავს. დავით გარეჯის სამონასტრო უდიდესი კომპლექსი კლდეშია გამოკვეთილი. თვალწარმტაც ვარძიაში კი ერთ დროს 2000 ბერი ცხოვრობდა.

5. ტრადიციული ქართული სუფრა

ქვეყნის კარგად გასაცნობად უნდა დააგემოვნო მისი ეროვნული კერძები. თუ ქართულ სუფრაზე არ ყოფილხარ და ქართული კერძები არ გაგისინჯავს, მაშინ საქართველო არ გაგიცნია.

6. შორეული მთის სოფლები

კავკასიონის მთების რეგიონებში ხევსურეთსა და თუშეთში უმშვენიერესი შუასაუკუნოვანი სოფლები მდებარეობს. აქ შემორჩენილი მოსახლეობა კვლავ ინარჩუნებს უძველეს ტრადიციებს. რეგიონის გზებზე მოგზაურობით ადრენალინი გამოიყოფა. შატილი და მუცო ზუსტად ისეთი, როგორც ცნობილი ბრიტანელი მწერალი ჯონ რონალდ რუელ თოლქინი აღწერს. ეს სოფლები ახლოს არის ჩეჩნეთთან. აქ შეგიძლიათ მესაზღვრეებიც იხილოთ. თუშეთის მჭიდრო თემები ქართულ შანრგილას ჰგავს. აქ უამრავი უძველესი კოშკი და ეკლესია. სოფლები, უმშვენიერესი მთები, ველური ყვავილები და ხეები ოქროსფრად მოჩანს. თუშეთში უამრავი სალაშქრო ბილიკია, ადგილობრივები ცნობილები არიან სტუმარმასპინძლობით.

7. ევროპის ყველაზე სიუერეალური მუზეუმი

სტალინის ცხოვრების შესახებ თუ გსურს მეტი გაიგო, ესტუმრეთ გორს და იოსებ სტალინის უცნაურ მუზეუმს.

8. მშვენიერი და უძველესი ეკლესიები

საქართველომ ქრისტიანობა 324 წელს მიიღო. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ლამაზი ეკლესია და საკათედრო ეკლესიაა. ეს ტაძრები წარმოუდგენელ ადგილებში მდებარეობს. მათ შორისაა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები- სვეტიცხოველი მცხეთაში და ბაგრატის ტაძარი ქუთაისში. ასევე აღსანიშნავია მთის წვერზე მდებარე გერგეთის სამება, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტშია. ეს მხარე ცნობილია მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მარათონის გზით. წელს სექტემბერში აქ შეგიძლიათ ყაზბეგის სათავგადასავლო მარათონზე მოხვდეთ.

9. ქართველი ხალხი და ქართული სტუმართმოყვარეობა

ზოგიერთი ქართველი ერთი შეხედვით ძალიან სერიოზულია, მაგრამ უმრავლესობა ძალიან კეთილი და გულგახსნილია. ქართველები სტუმარს ღმერთისგან გამოგზავნილად მიიჩნევა და ხშირად მზად არიან დაეხმარონ. ქართველების გულუხვობა და სტუმართმოყვარეობა ხშირად სუფრაზე ჭამასა და განსაკუთრებით სმაში გამოიხატება. როგორც საქართველოში იტყვიან "გაუმარჯოს!", - აღნიშნულია სტატიაში.

 

The thermal baths in the Abanotubani district of Tbilisi.
 

 

The cave monastery at Vardzia was excavated from the slopes of Erusheti Mountain in the 12th century.
 
Vardzia | Erusheli mountain near Aspindza, Aspindza Georgia
The village of Omalo in Tusheti is only accessible via the Abano Pass, at an altitude of 2,850 meters.
 

 

კომენტარები: 314
#314   Earnestine
      
References:


Top payid casino australia md.interhacker.space
გუშინ, 17:11
#313   Richie
      
References:


Online casino payid http://dle1.31-6kc3bfr2e.рф/user/expertsteel6/
გუშინ, 02:31
#312   Efrain
      
References:


Payid casino without verification okaywan.com
17 ნოემბერი 2026 19:42
#311   Ewan
      
17 ნოემბერი 2026 16:06
#310   Agueda
      
17 ნოემბერი 2026 09:23
#309   Andrea
      
References:


Payid accepted casinos doc.anagora.org
17 ნოემბერი 2026 08:26
#308   Ladonna
      
References:


Payid withdrawal casino australia chesswiki.site
17 ნოემბერი 2026 03:29
#307   Morris
      
References:


Payid casinos instant withdrawal simplexthailand.com
17 ნოემბერი 2026 02:55
#306   Beatriz
      
References:


Payid online casino real money nlvbang.com
16 ნოემბერი 2026 20:48
#305   Mckinley
      
References:


Payid direct bank transfer casino shareshortcuts.com
16 ნოემბერი 2026 16:49
#304   Denisha
      
References:


Vip payid casinos http://oneclickcarehk.com
16 ნოემბერი 2026 15:03
#303   Eleanore
      
References:


Trusted payid casino australia https://app.wedonthavetime.org/profile/pondbudget71
16 ნოემბერი 2026 13:38
#302   Micheline
      
References:


Australian casinos that accept payid https://justbookmark.win
16 ნოემბერი 2026 10:40
#301   Willis
      
References:


Casino deposit with payid https://pad.nixnet.services/
16 ნოემბერი 2026 09:14
#300   Jamika
      
References:


Top payid casinos https://dok.kompot.si/XRHJ30-vRjSYL6nA8u_Y8Q
16 ნოემბერი 2026 07:56
#299   Annette
      
References:


Kasyna z bonusem przelewy24 maszyny na pieniądze przelewy24
16 ნოემბერი 2026 07:08
#298   Charline
      
References:


Casinos that take payid https://notes.ip2i.in2p3.fr
16 ნოემბერი 2026 04:53
#297   Brenda
      
References:


Instant payid withdrawal casino thitrungruangclinic.com
16 ნოემბერი 2026 00:22
#296   Margene
      
References:


Payid pokies online https://pad.koeln.ccc.de/nk64ZflmQoetz8H1N-GtpA
15 ნოემბერი 2026 17:21
#295   Mariano
      
References:


Online casino payid freudwiki.site
15 ნოემბერი 2026 11:08
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 16წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი