რუსლან აბაშიძე: „14 აგვისტო აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ათვლის წერტილია“
14-08-2019, 16:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ომის დაწყებიდან 27 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

 

 

"14 აგვისტო, აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ათვლის წერტილია. დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა დაღუპულის ხსოვნას ვინც თავი შესწირა ქვეყნის ერთიანობას. სამწუხაროდ, ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლა საუკუნეების განმავლობაში გრძელდება და მისი მსხვერპლი ჩვენი ხალხი და საზოგადობაა.

 

 

საქართველოში განვითარებული მოვლენები არ არის ეთნოკონფლიქტები, არამედ ერთიანი საზოგადოების დანაწევრების მცდელობას წარმოადგენს. დღეს მიმდინარე ოკუპაციის მსხვერპლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საზოგადოება არის, რომელსაც დიდი საფასურის გაღება უწევს, მათ შორის, კულტურის, ენის, დემოგრაფიის და ნაციონალური იდენტობის ხარჯზე.

 

 

აფხაზეთის საზოგადოება, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ასევე იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები, იმყოფებიან უდიდესი განსაცდელის წინაშე. ამიტომ ყველამ უნდა იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, გვეყოს სიძლიერე და არ დავუშვათ მიმდინარე მოვლენების შეუქცევად პროცესებად გადაქცევა.

 

 

ჩვენს უმთავრესს პრიორიტეტს კონსენსუსზე დამყარებული სამშვიდობო პოლიტიკა წარმოადგენს. სწორედ მშვიდობიანი გზებით ვაპირებთ ნებისმიერი უთანხმოების მოგვარებას, ვინაიდან მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია" , - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 



კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი