დიდუბის რაიონის გამგეობა გორის ქუჩასა და შესახვევში საგზაო სამუშაოებს ახორციელებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, რის შემდეგაც, დიდუბის გამგეობამ ასფალტის ამორტიზებული საფარის დემონტაჟი განახორციელა.
კონტრაქტორმა კომპანიამ ასფალტის პირველი ფენა უკვე დააგო, ასევე, მოეწყო ბორდიური, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭები. ამ დროისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტროტუარების მოწესრიგება მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 4 750 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.
საგზაო სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე თვეს დასრულდება, შპს „ბი ემ სი“ ახორციელებს.
გზების მოწესრიგების პარალელურად, დიდუბის რაიონში მოსასვენებელი სივრცეების, სპორტული მოედნებისა და საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.