პრემიერ-მინისტრი მარინე მიზანდარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს გამოეხმაურა
12-02-2014, 00:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კულტურის მინისტრის მოადგილის მარინე მიზანდარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს გამოეხმაურა.

 

 

როგორც "პოლიტიკის დროში" ღარიბაშვილმა განაცხადა, ოდიშარიას და მიზანდარს შორის პიროვნული პრობლემა არსებობდა, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.

 

 

"ზოგადად, ჩემთვის როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომლისთვისაც მთავარი ამოცანა არის გუნდურობის სიმტკიცე, ერთიანობა და კოლეგიალობა, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ქალბატონი მარინა საკუთარ მინისტრს აკრიტიკებს. მნიშვნელობა არ აქვს, აქ საქმე ეხება კულტურის, თუ სხვა სამინისტროს. ეს უკვე არ ჯდება ჩვენს მიერ წარმოებულ პოლიტიკაში და ეს ყველანაირ გუნდურობას არღვევს და სამწუხაროდ, ცდება დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს. არ შეიძლება იყო მინისტრის მოადგილე და საჯაროდ აკრიტიკებდე მინისტრს. ეს ნიშნავს, რომ არსებობს ძალიან დიდი შეუთავსებლობა და შეუთანხმებლობა ამ ორ ადამიანს შორის. როგორც ჩემთვის ცნობილია, პიროვნული პრობლემაც ჰქონდათ და დაპირისპირება თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, პიროვნულ საკითხებსაც შეეხო და აქედან გამომდინარე, მომმართა წერილობით კულტურის მინისტრმა, რომ დამეკმაყოფილებინა შუამდგომლობა," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძვენლზე მარინე მიზანდარი კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. პრემიერს მიზანდარის გათავისუფლების თხოვნით კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მიმართა.

 

 

 

 

 

 

http://www.newposts.ge/?l=G&id=30618-%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98#.UvvdLXiL1oY.facebook 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი