„რიჟა“ სხვა ბიზნესმენებზე მეტად გაქოცდა, გაურბიან, კამერა არ ჰქონდეს მიმაგრებული, - „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორმა ელისო კილაძემ ტელეკომპანია „კავკასიაში“ გადაცემა „სპექტრში“ იმ ბიზნესმენის შესახებ ისაუბრა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს "ფავორიტი" იყო, თუმცა ახლა „რუსთავი 2“-ის მყიდველად სახელდება.
„არსებობს ასეთი ბიზნესმენი, გიორგი კაპანაძე, მეტსახელად „რიჟა“, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლების ფავორიტი, რომელსაც აგებინებდნენ ტენდერებს და რომელმაც ძალიან დიდი ფული იშოვა სააკაშვილის ხელისუფლებით და შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ოღონდ სხვა ბიზნესმენებზე უარესად გაქოცდა და მიიმაგრა კამერა, მე არ ვიცი მას რად უღირს, როცა ეკრანიდან მე ვსაუბრობ იმაზე, მან როგორ დაიჭირა საკუთარი ბავშვობის მეგობარი, კამერამიმაგრებული იწერდა ერთი თვის განმავლობაში მას, გიგი უგულავას ქვისლზე მაქვს საუბარი და ის ციხეში გაუშვა, ამ რეპუტაციის კაცია, მას ძალიან უფრთხიან ბიზნესმენთა წრეშიც, სულ ჰგონიათ, რომ „რიჟა“ არის კამერამიმაგრებული. „რუსთავი 2“ - ის მყიდველად სწორედ ეს ადამიანი სახელდება და მას შერჩეული ჰყავს მენეჯმენტი, როგორც მე ვიცი, ესენი არიან - ნინო შუბლაძე, ხათუნა ბერძენიშვილი და თამარ ფხაკაძე“ , - განაცხადა კილაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.