ია კიწმარიშვილი „რუსთავი 2-ის" ქონების დაჩქარებული წესით დაყადაღებას ითხოვს
15-08-2019, 12:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ ია კიწმარიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც „რუსთავი 2-ის“ ქონებაზე ყადაღის დადებას დაჩქარებული წესით ითხოვს. განცხადებაში ის სასამართლოს მოუწოდებს უმოკლეს ვადაში განიხილოს და დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა, რადგან თავიდან იქნეს აცილებული სახეზე არსებული თაღლითობის მცდელობის ფაქტი.


„მივმართავ სასამართლოს, უმოკლეს ვადაში განიხილოს და დააკმაყოფილოს ჩემი მოთხოვნა, რადგან თავიდან იქნეს აცილებული სახეზე არსებული თაღლითობის მცდელობის ფაქტი. შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშის განცხადების შემდეგ, ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ მიმდინარეობს კომპანიის დაჩქარებული წესით გასხვისების პროცესი და დასახელდა ერთკვირიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს კომპანიის სხვა პირებისთვის სარგებლის მიღების მიზნით გადაცემა. მიმაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი ან სრულიად მოსპობს ან სულ მცირე ძალიან გაართულებს ჩემთვის ობიექტური დავის წარმოებას და ჭეშმარიტების დადგენის შესაძლებლობას, რაც ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს ჩემი, როგორც მესაკუთრის და მოქალაქის უფლებების დარღვევას და ამ საკითხთან მიმართებაში უკვე მეორედ დაზარალებას.


მაქვს გონივრული საფუძველი ვივარაუდო, რომ მეორდება იგივე სქემა რაც „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ერთხელ უკვე განხორციელდა ქიბარ ხალვაშის მონაწილეობით წინა ხელისუფლების დროს, როცა მან დამფუძნებლებისგან მოჩვენებითი გარიგებების და ხელისუფლების მხრიდან არსებული ზეწოლის შედეგად თაღლითურად მიითვისა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" კუთვნილი წილები და შემდეგ ეს წილები უმოკლეს ვადაში გაასხვისა საეჭვო ვითარებაში.


მაშინდელი ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ამ ქმედებით ისინი შეძლებდნენ ე.წ „კეთილსინდისიერ” მყიდველად გაესაღებინათ მომდევნო მფლობელები, თუმცა წლების შემდეგ ამ თვალთმაქცური გარიგებების მთავარმა გმირმა ქიბარ ხალვაშმა, თავადვე მიმართა სასამართლოს და მომდევნო მყიდველები ზეწოლაში და თაღლითობაში დაადანაშაულა, რის შედეგადაც დღევანდელმა სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვიტა აღნიშნული დავა და ყველა მომდევნო მყიდველი არაკეთილსინდისიერებად სცნო და „რუსთავი 2“ ისევ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა.


აღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველა პოტენციურ მყიდველს, რომ ერთი ერთში მეორდება 2004 წელს „რუსთავი 2“-ის დაუფლების და სხვისი ქონებით უკანონოდ გამდიდრების მცდელობის მიზნით, ერთხელ უკვე გამოყენებული თაღლითური სქემა ქიბარ ხალვაშის მონაწილეობით და შესრულებით.


მათ ვურჩევ გაითვალისწინონ, რომ ამ სქემამ ერთხელ უკვე დააზარალა კომპანიის დამფუძნებლები (კიწმარიშვილი, დვალი და აქიმიძე) და ყველა მომდევნო მფლობელი და მოვუწოდებ ნუ ჩაიგდებენ თავს საფრთხეში, ნუ გაიმეორებენ წინამორბედების შეცდომებს, ნუ ენდობიან საეჭვო რეპუტაციის მქონე გარიგების პირობებს და ნუ დაეუფლებიან სადავო ქონებას,” - ნათქვამია ია კიწმარიშვილის განცხადებაში. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი