„აბაშის ახალგაზრდული საკრებულო" დღეს აბაშის გამგებლის, მამუკა კვიტაშვილის მიერ გამართულ სხდომას დაესწრო
18-08-2015, 10:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" და აბაშის მუნიციპალიტეტთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე „აბაშის ახალგაზრდული საკრებულოს" წევრები ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის პროცესში ჩაერთვებიან.


დღეს გამართულ სხდომას, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი, მამუკა კვიტაშვილი უძღვებოდა, გამგეობის სამსახურის ხელმძღვანელები და „ახალგაზრდული საკრებულოს" წევრები ესწრებოდნენ.


ყოველკვირეული სხდომის ფარგლებში განხილულ იქნა აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში შემავალ თითქმის ყველა სოფელში ინტენსიურად მიმდინარეობს დაგეგმილი პროექტების განხორციელება. მამუკა კვიტაშვილის ინიციატივით ახალგაზრდები ჩაერთვებიან მონიტორინგის პროცესში გამგეობის სამსახურებთან ერთად და პროექტების დასრულებამდე იქნებიან მიმაგრებულებულები იმ პროექტებზე, რომლებზეც თავად გამოთქვამენ სურვილს.


„ჩვენ დაინტერსებულები ვართ, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე იყოს ჩართული ამ პროცესში და დააკვირდეს პროექტების მიმდინარეობას. გამგეობისთვის და პირადად ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა და ღიაობა. რაც მეტი ადამიანი და მით უმეტეს ჩვენი რაიონის ახალგაზრდა იქნება ჩართული ამ პროცესში, მით უფრო მეტად მოხდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. ამასთანავე, ეს იქნება ერთგვარი მონიტორინგის მექანიზმი, რათა პროექტები დაგეგმილ ვადებში განხორციელდეს" – განაცხადა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მამუკა კვიტაშვილმა.


ახალგაზრდული საკრებულოს წევრები მიესალმებიან გამგეობის ამ გადაწყვეტილებას და მზად არიან სიამოვნებით ჩაერთნონ აღნიშნულ პროცესებში.


„აბაშის ახალგაზრდული საკრებულოს" თავმჯდომარის, ვახტანგ ესაკიას განცხადებით „ახალგაზრდული საკრებულო" სიამოვნებით ჩაერთვება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროექტების მონიტორინგში.


„მნიშვნელოვანია ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა ვიცოდეთ თუ რა პროექტები მიმდინარეობს რაიონში. როგორ დღეს ჩვენთვის გახდა ცნობილი, მხოლოდ ინფრასტრუქტურული კუთხით 130-ზე მეტი პროექტი მიმდინაროებს ჩვენს რაიონში. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მიმდინარებს ქალაქის სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ტროტუარების კეთილმოწყობა. ასევე, გამოვყოფდი სპორტული დარბაზის სარებილიტაციო სამუშაოებს. ვფიქრობ, სწორედ ეს პროექტები ათლეულების განმავლობაში დაგროვილ უამრავ პრობლემას მოაგვარებს და ამასთანავე ჩვენ, ახალგაზრდებს გვექნება კიდევ ერთი სპორტული კომპლექსი, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას" - აცხადებს აბაშის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ესაკია.


სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გამგეობის წარმომადგენლები ახალგაზრდებს თავად დაათვალიერებინებენ, ხოლო მონიტორინგის პროცესი მიმდინარე კვირიდან დაიწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი