თბილისში, სამგორის რაიონში ხუთი ახალი სკვერი მოეწყობა
15-08-2019, 17:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამგორის რაიონის გამგეობა დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს. სკვერის მოწყობის სამუშაოები მესამე მასივში, ორ მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს. 

 

 

ახალი სკვერი ხომლელის ქუჩაზე, N3 და N4 კორპუსების მიმდებარედ ეწყობა. 350 კვ.მ ფართობზე სხვადასხვა საბავშვო გასართობი ატრაქციონი, საბაღე სკამები და ურნები განთავსდება. ასევე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და გამწვანებულ მონაკვეთებს შორის საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.

 

 

დასასვენებელი სივრცე ეწყობა ვარკეთილის ზემო პლატოზეც. N1 კორპუსის მიმდებარედ 800 კვ.მ ფართობის ახალ სკვერში საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყობა, განთავსდება საბაღე სკამები და ურნები. ასევე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. ტერიტორიაზე უკვე არსებობს ფიტნეს ზონა, რომელშიც ათი ტრენაჟორია დამონტაჟებული. 

 

 

მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, სოსო ბურდულაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად დაათვალიერა. 

 

 

პროექტის ფარგლებში, მესამე მასივში უახლოეს მომავალში დამატებით, სამი სკვერის მოწყობა დაიწყება. დასასვენებელი სივრცეები კალოუბნის ქ. N36-ის, მე-10 კვარტლის N20 კორპუსისა და მე-9 კვარტლის N3 კორპუსის მიმდებარედ გაიხსნება. 

 

 

ხუთივე პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 320 ათასი ლარია, რომელიც სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. სკვერის მოწყობის სამუშაოებს კომპანია „ალგე ჯგუფი“ ახორციელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი