ეს იქნება ბოლო ლურსმნის ჩაჭედება, - ასე შეაფასა „ტელეკომპანია პირველის" ეთერში პოლიტიკურმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე დანიშვნის ალბათობა.
როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, მინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბრის ნაცვლად თუ ეს ნაბიჯი გადაიდგა, ამით ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას დასცინებს.
„საზოგადაოების მცირე ნაწილი თუნდაც აბსოლუტურად სამართლიანად აყენებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს იმ მოვლენების გამო, რაც მოხდა 20-21-ში, ეს მოხდა და ნურავის აქვს ილუზია, სამეგრელოში გაზეთები რომ გამოდის „გახარია გმირია“ - ლოზუნგებით და მისი მხარდამჭერი საიტები რომ იქმნება, ეს რაიმე პოზიტივია მისთვის, არ არის პოზიტივი, ეს უარესია მისი პოლიტიკური კარიერისა და პერსპექტივისთვის. იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე იყოს ლაპარაკი, მთლად პრემიერად დანიშნონ, ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი დაგვცინის ჩვენ, ყველას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.