ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება. გურიელის N5-ის ტერიტორიაზე სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება.
პროექტის თანახმად, აღნიშნულ მისამართზე დამონტაჟდა დასასვენებელი პავილიონი, საპარკე სკამები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოეწყო საბავშვო მოედანი, საფეხმავლო ბილიკები. ამჟამად კი, საბავშვო მოედანზე რბილი საფარი იგება. პროექტის ბოლო ეტაპზე, ტერიტორია გამწვანდება.
გარდა ამისა, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მოსაშვილის N9-ში, სადაც ასევე, დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. ეზოში სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად, ბავშვთა გასართობი მოედანი განთავსდება. პროექტის ბოლოს ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და პროექტების დეტალები ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეათანხმა.
„გეგმის მიხედვით მუშაობას განვაგრძობთ და ამ დროისთვის, ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცე ცხრა მისამართზე ეწყობა. ყველა სივრცე იქნება კეთილმოწყობილი ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის. გასართობი მოედნებისა და სხვა ურბანული ავეჯის განთავსების გარდა, ტერიტორიები გამწვანდება. აქვე მოსახლეობას მინდა ვთხოვო, მოწყობილ სივრცეებს გაუფრთხილდეს და მოუაროს, რადგან ჩვენ გარემოზე ერთობლივად უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.
მიმდინარე წელს ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია სულ 20 მისამართზე განხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.