„ბრალდება, რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი, გათვლილია იდიოტებზე და სკლეროზიან ადამიანებზე“ - მიხეილ სააკაშვილი
16-08-2019, 14:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე ჯერჯერობით ცოცხალი ვარ და შემიძლია ზუსტად მოგიყვეთ რა მამოძრავებდა, რა იყო მიზეზები და ეს არაერთხელ მომიყოლია, მაგრამ ის ბრალდება, რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი იმის გამო, რომ მე მქონდა შერყეული პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში, გათვლილია კლინიკურ იდიოტებზე და უბრალოდ სკლეროზიან ადამიანებზე, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

 

 

სააკაშვილი ამ განცხადებით ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ ფილმს „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“ გამოეხმაურა. 

 


„2007 წელს ჩვენ წინააღმდეგ მართლაც იყო გამოსვლები, მე გადავდექი, განსხვავებით ამათგან და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები მოვიგეთ და შემდეგ რამდენიმე თვეში, ვისაც არ ახსოვს, მინდა შევახსენო, მოვიგეთ უზარმაზარი უპირატესობით საპარლამენტო არჩევნები და გვქონდა ერთპიროვნული კონსტიტუციური უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, ჩვენს ხელისუფლებას საერთოდ არაფერი ემუქრებოდა. სწორედ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამოწურა ყველა საშუალება შიდადესტაბილიზაციის, პროვოკაციის, ყველაფერ ამის შემდეგ, როცა ჩვენ განვიმტკიცეთ ხელისუფლება, პუტინმა გადაწყვიტა საქართველოზე თავდასხმა. ჩვენ კი არ დავესხით რუსეთს თავს, იმიტომ რომ ხელისუფლება შეგვერყა, პირიქით, იმის გამო, რომ განვამტკიცეთ ხელისუფლება, რუსეთმა გადაწყვიტა ჩვენზე თავდასხმა.

 

 

ეს არის სიმართლე, მაგრამ მე მათაც მინდა ვუთხრა, ვისაც ეს გონია შემთხვევითობა და ვიღაცის თვითშემოქმედება. ხაბურზანია იყო პუტინის კაცი, მე ეს პუტინმა მითხრა პირადად, ლალიაშვილი იყო მისი მარჯვენა ხელი. ლალიაშვილი, რა თქმა უნდა, რუსეთთან არის კავშირში, ისევე როგორც ამ დღეებში ვოლსკი აქტიურობს, ეს იყო თავის დროზე საქართველოს დიპლომატიურ მისიაში, გაეროში ჩანერგილი, ასევე „კაგებეშნიკ“ პეტრე ჩხეიძის მიერ და იყო „კაგებეს“ წარმომადგენელი საქართველოს საგარეო სამსახურში, ეს ვიცით ყველამ, ვისაც საქმესთან გვქონია შეხება და ეს ხალხი აქტიურობს დღეს.

 

 

ეს ფილმი არის რუსული დავალება და მას აქვს კონკრეტული ორი მიზანი: რუსეთი ამზადებს საფუძველს და ეს უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ უახლოეს კვირებში და თვეებში, მას შემდეგ, რაც იმუშავა წულუკიანმა ივანიშვილის დავალებით, ქართულ სამხედროებს წაუყენონ ჰააგის სისხლის სასამართლოში ბრალი. წულუკიანი ამაზე ძალიან ბევრს მუშაობს და ძალიან უნდა, რომ ეს მოხდეს და ამისთვის ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს.

 

 

საერთაშორისო თანამეგობრობას უნდათ აჩვენონ, რომ ეს არის საზოგადოებრივი აზრი, ეს არის პირველი საფუძველი, ჰააგაში საქართველოს გამტყუნება და მეორე საფუძველი, რასაც ამზადებს პუტინი, არის ე.წ „სამხრეთ ოსეთის“ და სინამდვილეში შიდა ქართლის ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ, მათ მიერ ჩვენი ტერიტორიის საბოლოოდ მიტაცება. ეს არის რისთვისაც ემზადებიან და რისთვისაცა არის გაკეთებული ეს ფილმი. მე მიხარია, რომ ქართული საზოგადოება იღებს ხმას და ასეთ რაღაცებს ივანიშვილი და მისი პატრონები უკვე ვეღარ გვახვევენ თავს“,- განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი