თეონა გეგელია ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემას აღარ წაიყვანს, - განცხადებას ჟურნალისტი სოციალურ ქსელში ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "ქრონიკის" ჟურნალისტების პროტესტს უერთდება.
გეგელია ასევე აღნიშნავს, რომ imedinews.ge-ს მთავარ რედაქტორად რჩება.
„აღარ მიმყავს და არც ახალი სეზონიდან წავიყვან გადაცემას ტელეკომპანია „იმედზე“, მაგრამ ვრჩები ტელევიზიის საინფორმაციო ვებგვერდის imedinews.ge-ს მთავარ რედაქტორად და ვუერთდები „ქრონიკის“ ჟურნალისტების პროტესტს.
არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული ფილმის ხარისხს და სულისკვეთებას. „მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“ – წერს სოციალურ ქსელში თეონა გეგელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.