ახალი სასწავლო წლისთვის განათლების სამინისტრო სკოლებში ახალი ყდით შეფუთული ძველი წიგნების დარიგებას არ აპირებს
19-08-2015, 01:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალი სასწავლო წლისთვის განათლების სამინისტრო სკოლებში ახალი ყდით შეფუთული ძველი წიგნების დარიგებას არ აპირებს. თამარ სანიკიძის განცხადებით, ყველანაირი, მათ შორის, ახალი ყდების ვერსიაც განიხილებოდა, თუმცა სახელმძღვანელოების აღწერის შემდეგ ამის საჭიროება არ არსებობს.


აღნიშნულის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.


„ვაპირებთ იმას, რომ ყველა მოსწავლეს სახელმძღვანელო დახვდეს სკოლაში, იმიტომ რომ ეს არის საჭირო პროექტი, მნიშვნელოვანი და ამის განხორციელებას როგორც ვგეგმავდით, ასევე გავაგრძელებთ. რაც შეეხება სახელმძღვანელოების შიგთავსს და ახალი გარეკანის გაკეთებას, ჩვენ მრავალი ვერსია გადავამოწმეთ წლის განმავლობაში, მათ შორის: ახლის დაბეჭდვა, გარეკანის გამოცვლა, შიგთავსის რესტავრაცია. ყველანაირი გზა ვცადეთ იმისათვის, რომ ანალიზი გაგვეკეთებინა და გვენახა, რომელი ვერსია იქნებოდა კარგი“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი