დავით ზალკალიანი: „გუგუტიანთკარში ჩასვლის პრობლემა არ მაქვს, დღესვე, აქედანვე წავალ“
16-08-2019, 18:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში ჩასვლის პრობლემა არ მაქვს, დღესვე, აქედანვე წავალ, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ჩავიდა აქამდე გუგუტიანთკარში.

 

 

როგორც მან განაცხადა, თბილისში დღეს დაბრუნდა, თუმცა საგარეო უწყება პირველივე დღიდანვე იყო ჩართული პროცესებში.

 

 

„საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ პროცესებში, ჩვენ რაც გვევალება საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციაა. ჩემთვის მთავარია იმ დავალების შესრულება, რაც მე გამაჩნია, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, მომხდარიყო ინფორმირება საერთაშორისო თანამეგობრობის. მე ოთხი დღის განმავლობაში არ ვიმყოფებოდი, დღეს დავბრუნდი დედაქალაქში, თუმცა მთელი აპარატი იყო მობილიზებული და ყოველდღიურ რეჟიმში ვიყავი ჩართული სატელეფონო რეჟიმში, როგორც საელჩოებთან, ისე ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მე იქ ჩასვლის პრობლემა არ მაქვს, დღესვე, აქედანვე წავალ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი