მე მთავრობის წევრი ვარ და პრემიერის თხოვნით, მასთან კოორდინაციით ხდება ეს ყველაფერი და ჩემ გუგუტიანთკარში ჩასვლას კონკრეტული ამოცანა ჰქონდა, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, სოფელ გუგუტიანთკარში მის ჩასვლას ორი ამოცანა აქვს.
„ორი ამოცანა აქვს ამ ყველაფერს, ერთი, რომ პროცესი შეწყდეს და მეორე - ადამიანებს დავეხმაროთ, ეს არ არის ერთჯერადი, 100-მდე სოფელია უკვე მავთუხლართით გახლეჩილი 2009 წლიდან და მაშინ არ ხვდებოდა მედიის და საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რადგან პროცესი მიჩქმალული იყო, ამ ადამიანებს მაშინ უჭირდათ. დიახ, 2013 წლიდან ჩვენ დავიწყეთ მათი დახმარება და ამას გავაკეთებთ“ , - განაცხადა ციხელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.