გლდანის მეხუთე მიკრორაიონში, N17-24 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნულ მისამართზე მოსახლეობის ჩართულობით, გლდანის რაიონის გამგეობამ 50-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა და რეკრეაციული სივრცე, დაახლოებით, 9 000 კვ.მ ფართობზე ეწყობა.
სამუშაოების შედეგად, უკვე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ველობილიკი და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, დაითესა ბალახი. ეწყობა სპეციალური სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, ასევე, ფეხბურთის მოედანი.
გარდა ამისა, აღნიშნულ სკვერში ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, კალათბურთის მოედანი და საპარკინგე ადგილები მოეწყობა.
სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.