ხონის მერია ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ გიორგი ქაჯაია ტყუილი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს რაც შეიძლება ხშირად მოექცეს საზოგადოებას ყურადღების ცენტრში.
„ეს სტატია არის სიცრუე და გიორგი ქაჯაია, როგორც საკუთარ თავს თვითონ უწოდებს 'ახალგაზრდა პოლიტიკოსი' ტყუილი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს რაც შეიძლება ხშირად მოექცეს საზოგადოებას ყურადღების ცენტრში.
ის ნამდვილად იმყოფებოდა ხონში და ნამდვილად დადიოდა ფეხით, თუმცა არა ინფრასტრუქტურული პროექტების სანახავად, არამედ წინაპრების მიწების მოსაძებნად.
თავდაპირველად უარყო ინფორმაცია და პირად საუბრებში და მიმოწერაში სააგენტო www.gmtv.ge დაადანაშაულა ტყუილში, სტატიაც წაშალა პირადი გვერდიდან და თანახმა იყო საჯაროდ დაეწერა ამის შესახებ. თუმცა რამდენიმე საათში გადაიფიქრა. გიორგი ქაჯაიას ვიწვევთ ხონში ყველა იმ ინფრასტრუქტურული პროექტის სანახავად რაც მიმდინარე წელს განხორციელდა და ამჟამად მიმდინარეობს“, ნათქვამია ხონის მერიის პრესსამსახურის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.