ცნობილმა საოპერო მომღერალმა ზურაბ სოტკილავამ მძიმე სენი დაამარცხა. ამის შესახებ მან რუსულ LifeNews-ს განუცხადა. ერთი თვის წინათ გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალს სიმსივნე აღმოაჩნდა.
„თავს კარგად ვგრძნობ, გუშინ დავასრულე ქიმიოთერაპიის კურსი, შემდეგ გამოკვლევა ჩამიტარეს, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია და სისხლის ანალიზი – ყველაფერი კარგად არისო. მკურნალობის პერიოდში უამრავი წერილი მივიღე, ბევრი ადამიანი ჩემს გადასარჩენად ეკლესიებში ლოცულობდა, სანთლებს ანთებდა. მათ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. კიბო დავამარცხე, თუმცა, მოგეხსენებათ, ეს ძალიან მუხანათური სენია და მომავალში რა იქნება, რთული სათქმელია“, – აცხადებს სოტკილავა.
ზურაბ სოტკილავას ოპერაცია გერმანიაში გაუკეთეს და ამის შემდეგ მან მკურნალობა მოსკოვის ონკოლოგიურ ცენტრში გააგრძელა. ბოლო დროს ცნობილი მომღერალი რუსეთში ცხოვრობს.
სოტკილავა ძალზე ოპტიმისტურად არის განწყობილი და უახლოეს მომავალში კონცერტის ჩატარებასაც კი გეგმავს. ავადმყოფობის გამო ის სცენაზე 2014 წლის ოქტომბრიდან არ გამოჩენილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.