ქალაქ ხობში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ცენტრალური პარკი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. პარკის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ხობის მერიის ცნობით, პროექტის შესაბამისად მოეწყო ველობილიკი, საფეხმავლო ზოლები, „ლაბირინთი“, საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო და საკალათბურთო მოედნები, ჭადრაკის დაფა, დეკორატიული სკამები, ხობის მუნიციპალიტეტის გერბი და განათება.
ცენტრალური პარკის მშენებლობაზე 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ორ ეტაპად განხორციელდა.
პარკის გახსნასთან დაკავშირებით კულტურის სახლში მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ხოლო დიდ დარბაზში ფოლკლორული ანსამბლების, ჯგუფ „1/4“ და ლინდა ადამიას მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
პარკის მშენებლობის ინიციატორი პარლამენტის წევრი ირაკლი ბერაიაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.