ცოტნე გამსახურდია: საისტორიო სირცხვილია ეს ქოცმთავრობა... ისტორიაში რომ წაგვიკითხავს, რას სჩადიოდნენ მოღალატე ქართველი თავადები, სამღვდელოებასთან ერთად, ასეთი პერიოდი უდგას საქართველოს“
18-08-2019, 11:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისტორიაში რომ წაგვიკითხავს, რას სჩადიოდნენ მოღალატე ქართველი თავადები, როდესაც ქვეყანა ნაწილ-ნაწილ იშლებოდა და ღატაკდებოდა, ისინი კი სამღვდელოებასთან ერთად მტერს ეკვრებოდნენ და ფუფუნებისთვის საკუთარ ხალხს ყიდიდნენ, ასეთი პერიოდი უდგას საქართველოს“, აცხადებს ცოტნე გამსახურდია და მიიჩნევს, რომ „მხოლოდ რკინის ხელით თუ ეშველება რამე ამ ქვეყანას, რომელიც რკინის შანთით ამოშანთავს ამათ და ამათ აზროვნებას“.

 


„აი, საისტორიო სირცხვილია ეს დედამოხნული ქოცმთავრობა! მადამ პუარე ლოპოტაზე ისვენებს, გორის მერი - გონიოში, და თავის ქალაქში ჩასვლითაც არ იწუხებს თავს, შვებულებაში ვარო, ეს ქინძი პრემიერუშკა რუსეთში მიმავალ მაგისტრალს არეკლამებს და გასუსულია, ხიხო, ამათი მარჩენალი, საერთოდ გამქრალია...

 


ამასობაში, რუსები ნაწილ-ნაწილ გლეჯენ ქვეყანას, ხალხს სახლებიდან იტაცებენ, დოლარი სამი ლარი გახდა, ხალხი შიმშილობს, სამღვდელოება ვეღარ ძღება და აღარაფერს უწევს ანგარიშს (ყინწვისის ტაძრის ამბავი), ინსტიტუციები ქაღალდზეღა არსებობს, ანაკლიის ანტირუსული პროექტი ჩაძირეს, სერიოზული, დასავლური ინვესტიციები არ შემოდის, ადამიანები ქვეყნიდან გარბიან...

 


აი, ისტორიაში რომ წაგვიკითხავს, რას სჩადიოდნენ მოღალატე ქართველი თავადები, როდესაც ქვეყანა ნაწილ-ნაწილ იშლებოდა და ღატაკდებოდა, ისინი კი სამღვდელოებასთან ერთად მტერს ეკვრებოდნენ და ფუფუნებისთვის საკუთარ ხალხს ყიდიდნენ, ასეთი პერიოდი უდგას საქართველოს. ესაა ტრადიციული ქართული მმართველობა, შეიძლება ითქვას, თუ ასეთი პერიოდების ხანგრძლივობას გავითვალისწინებთ. დავით აღმაშენებელი, თამარი, გიორგი ბრწყინვალე, სოლომონი, აშკარა უმცირესობაში იყვნენ, აქ მუდამ მოღალატენი სჭარბობდნენ და სჯაბნიდნენ პატრიოტებს.

 


მხოლოდ რკინის ხელით თუ ეშველება რამე ამ ქვეყანას, რომელიც რკინის შანთით ამოშანთავს ამათ და ამათ აზროვნებას!!!

 


აბატონო, ვისაც არ გჯეროდათ ისტორიის წიგნების, ახლა უყურეთ...

 


პ.ს. როგორი კანონზომიერი იყო მამაჩემის დამხობა, აბა, ისეთი კაცის ადგილი აქ იქნებოდა?! JEDEM DAS SEINE!“ - წერს ცოტნე გამსახურდია „ფეისბუქზე“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი