მთავრობაში დაგეგმილ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე მედია აქტიურად საუბრობს. ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, მომდევნო კვირას ბიძინა ივანიშვილი პრემიერ მინისტრის პოსტზე ახალ კანდიდატურას წარადგენს და ის ან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იქნება.
თუკი გახარია მოქმედი პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის ადგილს დაიკავებს, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილი დაუბრუნდეს. ტელეკომპანიის ცნობით, შს მინისტრის თანამდებობაზე ღარიბაშვილის გარდა ასევე სუსი-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ალეკო ტაბატაძის კანდიდატურაც განიხილება.
„TV პირველი“ ირწმუნება, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში ვერ მოხვდებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.