ქეთევან ციხელაშვილი: „სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკანონოდ დაკავებული პირები მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლდნენ“
19-08-2019, 10:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ამ ეტაზე, მთავარი პრირიტეტი ის არის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ“, - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ახალუბანთან დაკავებულ მოქალაქეებზე საუბრისას გააკეთა.

 

 

მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკანონოდ დაკავებული პირები მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლდნენ.

 

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, გუშინ და დღეს ცხელი ხაზი რამდენჯერმე გააქტიურდა. ქართული მხარის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ამ პირების გათავისუფლება გახლავთ. ასევე, ინფორმირებული არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები, რათა საერთაშორისო თანამეგობრობაც მობილიზებული იყოს და საოკუპაციო რეჟიმზე ზეწოლა გაძლიერდეს.

 

 

„ეს უკანონო დაკავება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რა თქმა უნდა, ყოველთვის გაუმართლებელი და ძალიან მტკივნეულია, არა მხოლოდ კონკრეული ოჯახებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. მითუფრო იმ ფონზე, როცა წინა დღეების განმავლობაში ჩვენ გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის ეპიზოდი გვქონდა. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ამძიმებს ფონს როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

 

 

„ამ ეტაზე, მთავარი პრიორიტეტი ის არის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები უვნებლად და დროულად გათავისუფლდნენ. ცხელი ხაზით მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა, ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი იქნება ის, რომ ისინი გათავისუფლდნენ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი