საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ბორის ლიპარტელიანი დააკავა.
როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიებით დადგენილა, რომ ბრალდებულმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შესაბამისი სახელმწიფო ნებართვის გაცემის და სხვა კანონით დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებზე თანხმობის გაცემისა და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 1 000 ლარი.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.