სოფელ ჩუმლაყში ხილის ფესტივალი 2019 გაიმართა
19-08-2019, 11:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კახეთის რეგიონში მეხილეობის დარგის პოპულარიზაციის და ამ მიმართულებით დასაქმებული ფერმერების და მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში „ხილის ფესტივალი 2019“ გაიმართა. ფესტივალში  ადგილობრივი ფერმერები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.  

 

 

ფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრნენ, წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერეს და მონაწილე ფერმერებს  დარგში არსებულ მიღწევებზე და გამოწვევებზე გაესაუბრნენ. 

 

 

„ბოლო 2 წელია, ატმის და ვაშლატამას მოსავლის აღება-რეალიზაცია წარმატებულად ხორციელდება. გასულ წელს, 12 ათას ტონაზე მეტი პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, ანალოგიური მაჩვენებელი გვაქვს წელსაც. დარგის ხელშეწყობის მიზნით, მხოლოდ ჩუმლაყში, 9 სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა. ყოველივე ეს, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის, ასევე ჩვენი სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციის და თვითმართველობის ორგანოების ერთობლივი მუშაობის შედეგია. რაც შეეხება ფესტივალს, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, არა მარტო რეგიონის და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას, არამედ  ფერმერებსა და მეწარმეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას“,- აღნიშნა  სოლომონ პავლიაშვილმა. 

 

 

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ადგილობრივი სეზონური ხილი და მისგან დამზადებული როგორც ნატურალური წვენები, ასევე  ალკოჰოლური  და მინერალური სასმელები სასმელები.

 

 

„ხილის ფესტივალი 2019“ კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის „ვიზით კახეთი“ მხარდაჭერით ჩატარდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი