საქართველოს გაბრწყინებამდე, როგორც ჩანს, კიდევ უნდა გავიაროთ რთული გზა, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„აი ახლაც, იღობება ჩვენი ქვეყნის ტერიტორია და დედამიწაზე თანამედროვე პირობებში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში შიგნიდან იღობება, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ოკუპანტები შემოდიან და პირდაპირ სახლებიდან ყრიან ადამიანებს, ოკუპანტები სალოცავებიდან, საკუთარი ბაღებიდან იჭერენ, აკავებენ მოქალაქეებს საზღვრის დარღვევაზე და მიჰყავთ იზოლატორებში და ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მართავს გამყიდველი მთავრობა, რომელი მთავრობაც გარიგებულია კრემლთან, რომ საქართველოს შემოაღობინებს, გადაახვნევინებს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ხვდება და დღის წესრიგში საქართველოს საკითხი არ დგას, იმის მიუხედავად, რომ 2008 წელს სწორედ საფრანგეთმა აიღო პასუხისმგებლობა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტაზე.
„დღეს იწყება საქართველოს მთავარი ოკუპანტის, პუტინის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში, შეხვედრები პრეზიდენტ მაკრონთან და ჩვენდა გასაოცრად, დღის წესრიგში უკრაინის, სირიისა და ირანის საკითხებია და საქართველოზე არც ერთი პუნქტი, ეს მაშინ, როცა სწორედ საფრანგეთი გახდა პასუხისმგებელი 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტაზე, სწორედ საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მოგვცა გარანტია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ რუსეთის ჯარი გავიდოდა იქ, საიდანაც მოვიდა და ეს ვალდებულება დასრულდა იმით, რომ სარკოზიმ გაგვყიდა მისტრალებზე“ , - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.