ბიძინა გეგიძე ანტიკორუფციული სააგენტოს მისდამი ინტერესს პოლიტიკას უკავშირებს
19-08-2019, 15:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რასთან დაკავშირებით დაიბარა სუს-მა ის მოწმის სახით გამოკითხვაზე.

 

 

როგორც მან განაცხადა, კითხვები ეხებოდა „საქართველოს ფოსტას“, სადაც ის დეპუტატობამდე მუშაობდა.

 

 

გეგიძე 2018 წლის ზაფხულში დაწყებულ პროცესს მის აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

 

 

„ანტიკორფციულ სააგენტოში ჩემი დაბარება ეხება ჩემს წინა საქმიანობას, კომპანია „საქართველოს ფოსტას“, სადაც ვიყავი დირექტორის მოადგილე. გამაჩნდა კონკრეტული პასუხისმგებლობები და კომპეტენციები. ვახორციელებდი ჩემს საქმიანობას კომპტენციების ფარგლებში. ამის შემდეგ ვახორციელებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და ჩემი ერთ-ერთი პრინციპია, რომ პოლიტიკოსი უნდა იყოს საჯარო, მით უმეტეს, პარლამენტის წევრი და მე მაქვს ჩემი პრინციპი, თავისუფლების ხარისხი და ვცდილობ, ეს მაქსიმალურად მაღალი ხარისხი იყოს. გავხდი ვაკის მაჟორიტარი, ფრაქციის თავმჯდომარე და შემდგომ გავხდი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი. ყოველთვის ვიღებდი გადაწყვეტილებებს ყველაზე კრიტიკულ თემებზე ჩემი პრინციპებისა და ჩემი თავისუფლების ხარისხიდან გამომდინარე.

 

 

გამოძიება, შესწავლა თუ მოკვლევა დაიწყო 2018 წლის ზაფხულში. მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი და მქონდა ჩემი კრიტიკული ხედვები, პოზიციები, არგუმენტები პოლიტიკურ პროცესებზე. პარალელურად მოხდა ის, რომ გადადგა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჩემი მეგობარი, ეს ყველამ იცის. კვირიკაშვილი გადადგა ივნისის შუა რიცხვებში და გამოძიება დაიწყო 2 აგვისტოს, როგორც სუს-ი აცხადებს. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მიუხედავად იმისა, ვინ რას ფიქრობს და ვინ როგორ ცდილობს, გამიჯნოს პოლიტიკა და სამართლებრივი მხარე, აქ არის პოლიტიკური ფაქტორი, რადგან ვარ პოლიტიკაში. ეს გამოძიება დაიწყო ჩემი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დროს. ლოგიკურია, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ 2018 წლის ზაფხულში დაწყებული ეს პროცესი უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და სამართლებრივად მოიძებნა ჩემი წინასამსახურებრივი თემა. რა არის, კონკრეტულად რას უკავშირდება, როდესაც მექნება სუს-თან გამოკითხვის ფორმატში კონტაქტი, ამის შემდეგ შემეძლება საუბარი“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი