უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის პარლამენტში წარმოდგენის შემდეგ გადავწყვეტ, დავტოვებ თუ არა უმრავლესობას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც სუს-ში მის დაბარებაზე ისაუბრა.
„სია, რომელიც გამოაქვეყნა იუსტიციის საბჭომ, ჯერ შესწავლილი არ მაქვს, უნდა შევისწავლო. ვცდილობ, პასუხისმგებლობით მოვეკიდო ამ სიას. თუმცა, მთელმა ამ პროცესმა ჩემში ვერ გამოიწვია იმის ოპტიმიზმი, რომ ამ სიას მხარდაჭერა გამოვუცხადო. ვთქვი, რომ პროდუქტზე, რომელიც სიის სახით შემოვა პარლამენტში, მასზეა დამოკიდებული დავტოვებ თუ არა უმრავლესობას. ამ სიტყვას არ გადავალ. თუ ვიტყვი, რომ ეს სია ჩემს მხარდაჭერას არ იმსახურებს, უმრავლესობიდან გავალ, მით უმეტეს, თუ ეს უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს“,- განაცხადა გეგიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.