„მსოფლიოს წამყვანი ლიდერები განიხილავენ უკრაინის, სირიის და სხვა აქტუალურ კონფლიქტებს, გარდა ჩვენ თავს დატეხილი რუსული აგრესია-ოკუპაცია-ანექსია-გენოციდისა“ - შალვა ნათელაშვილი ევროპაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს მიმართავს
19-08-2019, 16:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ საფრანგეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრაზე დღის წესრიგში საქართველოს ოკუპაციის თემის განხილვა არ არის, რის გამოც ნათელაშვილი ევროპაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს აქციების გამართვისკენ მოუწოდებს.

 

 

„მეგობრებო, როგორც ცნობილია 24-26 აგვისტოს საფრანგეთ-ესპანეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ ბიარიცში გაიმართება დიდი შვიდეულის სამიტი, სადაც მსოფლიოს წამყვანი ლიდერები განიხილავენ უკრაინის,სირიის და სხვა აქტუალურ კონფლიქტებს, გარდა ჩვენს თავს დატეხილი რუსული აგრესია-ოკუპაცია--ანექსია--გენოციდისა. ივანიშვილის რეჟიმი გარიგებულია პუტინთან ჩუმად ყოფნაზე და ამიტომ, ჩვენ უნდა მივხედოთ, ტრადიციულად, ჩვენს მამულს. ყოველგვარი პარტიული კუთვნილება-სიმპატიებს გარეშე მოგიწოდებთ ევროპაში მყოფ ქართულ ემიგრაციას, განსაკუთრებით საფრანგეთსა და ესპანეთში, გაემართეთ ქალაქ ბიარიცში და სადამდეც მიგიშვებენ გამართეთ უწყვეტი აქციები 24-26 აგვისტოს მოთხოვნით რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია-ანექსია-გენოციდი, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან,უკან წაიღოს აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის აღიარებები დამოუკიდებელ ქვეყნებად, დაედოს სანქციები რუსეთს საქართველოში აგრესიისათვის. დამერწმუნეთ, ამას ექნება უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა ჩვენი მომავლისათვის” , - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი