[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
გეგუთის კოლონიაში პატიმართა მიერ გამოცხადებულ დაუმორჩილებლობას შეეხო პრემიერ-მინისტრი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გამოსვლისას.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ "სამწუხაროა, როცა პატიმრები ასეთ რადიკალურ ზომებს მიმართავენ, თვითდაზიანებას ვგულისხმობ".
პრემიერმა განაგრძო: "საინტერსო იყო, იგივე სახალხო დამცველის შეფასება, რაც მან თვითონვე ნახა, ერთ-ერთ პატიმარს ეხებოდა, როდესაც ის ტელეფონით ატყობინებდა, მე რაც მოვისმინე იმას გიყვებით, ვიმეორებ, ერთ-ერთი პატიმარი ამბობდა, რომ ის იყო საშინლად ნაცემი თუ ნაწამები, თუ მასზე ზეწოლა განხორციელდა ფიზიკური და ამ დროს თვითონ სახალხო დამცველის წარმომადგენელის მიერ იქნა ეს ადამიანი შემოწმებული, გამოკითხული და მასზე არავითარი ზეწოლა არ იყო განხორციელებული".
ღარიბაშვილმა გადაცემაში განაცხადა, რომ მას შინაგან საქმეთა მინისტრთანაც ჰქონდა საუბარი და ამჟამად სამართალდამცველების მიერ ინფორმაციის გადამოწმება ხდება, თუმცა ის რაც ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, პრემიერ-მინისტრის აზრით ისაა, რომ "სამწუხაროდ, გარედანაც არის მართული ხშირ შემთხვევაში მსგავსი პროვოკაციები, ასე ვთქვათ მხარდაჭერილი".
პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა "სხვადასხვა ოდიოზურ პიროვნებაზე" გააკეთა მინიშნება თუმცა არ დაუკონკრეტებია ვის გულისხმობდა მათ რიცხვში. პრემიერი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს გამოძიებული და ყველა ის პიროვნება, რომელიც მსგავსი ტიპის პროვოკაციებს აწყობს ხელოვნურად, უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.