მიმდინარე წლის 19 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილე დიმიტრი საყვარელიძესთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს "დიოკინისი", შპს "ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის", შპს „ პირამიდა“ წარმომადგენლებთან, ასევე ი/მ მ.ლობჯანიძე და ი/მ თ.სხიერელთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს სოფ. ღარში ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ,სოფ.ხირხონისში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის მშენებვლობის, სოფლებში ღები, ჟაშქვასა და ცხმორში გზის რეაბილიტაციისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების საკითხზე.
მეწარმეებს მიეცა მითითება გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენის გამო, ასევე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე და ვადების კონტროლზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.