ბიძინა გეგიძემ გამოძიების ოქმს ხელი არ მოაწერა
20-08-2019, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ბიძინა გეგიძიემ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მან გამოძიების ოქმს ხელი არ მოაწერა. მიზეზად კი ის დაასახელა, რომ პასუხებში ცვლილებების შეტანა სურს.

 

 

 

„ჩემი უფლებაა, რომ შესწორებები შევიტანო უკვე ამ ლაპარაკის შემდგომ ოქმში, დამატებები, ა.შ. შეიძლება დამჭირდეს ის, რომ გამართული იყოს ბოლომდე ჩემი აზრი, რა აზრიც გადავეცი. ამისთვის უნდა მოვიფიქრო, რა შესწორებებს შევიტან. ოქმში აისახა შინაარსი, მაგრამ ჩემი აზრი, რაზეც ვპასუხობდი არ არის ისე ასახული, როგორც ჩემთვის მისაღები იქნება. ჩემი პასუხები რომ წავიკითხე, არ მომეწონა აზრობრივად და მინდა უფრო გამართული იყოს და ყველასთვის ნათელი, რომ ყველამ გაიგოს ცალსახად“, - განაცხადა გეგიძემ.

 

 

ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც უმრავლესობის წევრი გამოკითხვაზე გუშინ დაიბარეს. სუსის ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბიძინა გეგიძეს უწყება თავდაპირველად 3 მაისს  გაეგზვანა და ჩაბარდა, თუმცა მისი გამოკითხვა მაშინ ვერ მოხერხდა, მეორედ კი მას უწყება 17 აგვისტოს ჩაბარდა.  

 

 

ბიძინა გეგიძე 2014-2016 წლებში „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი