ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლაშა ჟვანიამ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან ისრაელ კაცთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსევს ისრაელსა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური,სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებებს. ასევე ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საქმეში.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ აქტივობებს, რაც ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო ეფექტურსა და ურთიერთსასარგელოს გახდის.
მინისტრმა წარმატება უსურვა ელჩს მის მომავალ საქმიანობაში. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საპატიო კონსული იერუსალიმში იგალ ამედი.
საქართველოს ელჩმა მინისტრთან შეხვედრამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის ხელმძღვანელს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.