საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა (რეზიდენციით ქ. ამანი), რწმუნებათა სიგელები გადასცა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბარჰამ სალეჰს.
სიგელების გადაცემის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და ერაყს შორის ორმხრივი თანამშროლობის საკითხები. მათ შორის საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს, ასევე ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.
საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლი ასევე გადასცა ერაყის რეპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ალ-ჰაქიმს.
მინისტრთან შეხვედრაზე განიხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები ეკონომიკის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.