ისნის რაიონში, შირაქის ქუჩის N11-ში ახალი სკვერი მოეწყო
20-08-2019, 11:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისნის რაიონში, შირაქის ქუჩის N11- ის მიმდებარედ ახლი სკვერი მოეწყო. პროექტი ისნის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის თხოვნით განახორციელა. 

 

 

საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებულ ტერიტორიაზე,  ფერადი დეკორატიული ფილებით მოეწყო საფეხმავლო ბილიკები,  დაიდგა დასასვენებელი საბაღე სკამები, სანაგვე ურნები, დამონტაჟდა სასმელი წყლის შადრევანი, დაიდგა ჩოგბურთის სათამაშო მაგიდა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე, სადაც დამონტაჟდა მრავალფეროვანი გასართობი ატრაქციონი ე. წ. „გემი“. 

 

 

ავლაბარში, შირაქის ქუჩის N11 - ში ახლადმოწყობილი სკვერი, ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნა.  

 

 

„დღეს ავლაბარში ერთ-ერთი საუკეთესო სკვერი გავხსენით, რაც მოსახლეობის თხოვნით გაკეთდა. ეს არის გამორჩეული დიზანის, თანამედროვე ტიპის რეკრეაციული სივრცე, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანის დასვენებისა და გართობისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.  სკვერის განსაკუთრებული ხიბლი, ბავშვებისთვის საყვარელი ატრაქციონი ე. წ. „გემი“ და ჩოგბურთის სათამაშო მაგიდაა, რომელიც მაცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებით გაკეთდა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა“, - აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ. 

 

 

სკვერის მოწყობის სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან  258 146 ლარით დაფინანსდა. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი