აშშ საქართველოს 2015 წელს დამატებით 20 მილიონი დოლარით დაეხმარება
19-08-2015, 03:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის 2015 წელს დამატებით 20 მილიონი დოლარის ოდენობის დამხარების გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. თანხა საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარების მიზნით გამოიყოფა.


აღნიშნული საკითხი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ეშტონ კარტერმა პენტაგონში გუშინ გამართული შეხვედრის დროს განიხილეს.


"თავდაცვის მდივანმა კარტერმა თავდაცვის მინისტრ ხიდაშელს საქართველოს მიერ ავღანეთში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. კარტერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ, თავის მოკავშირეებთან ერთად, საქართველოს მხარდამჭერი რჩება ნატო-საქართველოს კომისიის და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, რომელიც 2014 წლის უელსის სამიტზე შეთანხმდა", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ პენტაგონის პრესსპიკერმა, პიტერ კუკმა.


პენტაგონის ცნობით, ეშტონ კარტერმა და თინა ხიდაშელმა შეხვედრისას რეგიონული უსაფრთხოების საკითხების და აშშ-საქართველოს შორის არსებული კავშირების შესახებ იმსჯელეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი