სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეში ინფრასტრუქტურა განახლდა.
"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას.
ვიზიტორებს განსაკუთრებული სიახლეები დახვდებათ სათაფლიაში, სადაც სრულად განახლდა იურული პარკი და დამონტაჟდა დინოზავრების ახალი, თანამედროვე ინტერაქციული მულიაჟები. ტერიტორიაზე დაწყებული დამატებითი ტურისტული ბილიკების პროექტირება და იგეგმება მღვიმის განათების სისტემის შეცვლა. სათაფლიაში ასევე დაწყებულია სასტუმროს რეაბილიტაცია, რომელიც სულ მალე ვიზიტორებისთვის გაიხსნება.
უახლესი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე განათების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს საქართველოს ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე - პრომეთეს მღვიმეში.
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები კომპლექსური დაცული ტერიტორიაა. მისი საერთო ფართობი 504,6 ჰა-ს შეადგენს და 19 ბუნების ძეგლს მოიცავს. სათაფლიას და პრომეთეს მღვიმეს ყოველწლიურად, 270 000 ვიზიტორი სტუმრობს" , - წერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.