საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ლობისტური კომპანიების დაქირავებაში ახალი და უჩვეულო არაფერია. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობა მესამე წელია, აბსოლუტურად გამჭვირვალედ, საიდუმლო გრიფის გარეშე აფორმებს ხელშეკრულებას ლობისტურ კომპანიებთან და ლობისტური საქმიანობისთვის მიზერულ თანხას იხდის.
„ეს დოკუმენტები საჯაროა, ასევე ცნობილია ის სამუშაოები, რომელიც ლობისტურმა კომპანიებმა ჩვენი ქვეყნისთვის გასწიეს“, - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მთავრობამ ლობისტური კომპანია გაერო-ში ვიზიტის მოსამზადებლად დაიქირავა, მთავრობის მეთაური მას არასერიოზულად მიიჩნევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.