„რუსთავი 2" - ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არხის ახლადდანიშნული დირექტორის პაატა სალიას ბრიფინგს ეხმაურება, სადაც სალიამ "რუსთავი 2"- ის თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„ისეთი გვარები მესმის გინა მომსვლელის, გინა დამრჩენის, სად გავიცინო არ ვიცი.
2012 წელს არხი დამხვდა გამოშიგნულ გაფარჩაკებული. ჟურნალისტებს შეკითხვის დასმა ქონდათ აკრძალული და მიკროფონის დამკავებლებად გადაქცეულები. და ეს ვინც შეასრულა და ამის მთავარი სიმბოლო ვინც იყო, ამათი გვარები მესმის მხოლოდ.
მალე გავიგებთ ქართული ოცნება ამჯერად მედიაში როგორ გადაიბარებს მურუსიძე-ჩინჩალაძეებს, მაშინ ვინც ყველაზე იდიოზური და სალაპარაკო იყო, იმათ გადაიბარებენ სწორედ. ასე ქნეს სასამართლოში, ასე იზამენ მედიაშიც" , - წერს გვარამია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.