წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, წყალტუბოში, ქალაქის საპატიო მოქალაქის, დამსახურებული სპორტსმენის სულიკო ნიქაბაძის სახელობის თასის გათამაშება დასრულდა.
ტურნირში მონაწილეობას იღებდა მუნიციპლიტეტის სოფლების: გვიშტიბის, ფარცხანაყანევის, მაღლაკის, გეგუთის, საყულიას, და პატრიკეთი სამოყვარულო გუნდები. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ საყულიას და მაღლაკის გუნდები, საბოლოოდ კი სულიკო ნიქაბაძის ტურნირის გამარჯვებული მაღლაკის გუნდი გახდა, ანგარიშით - 5:2
გამარჯვებულებს თასი და მედლები წყალტუბოს მერიის განათლების კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა გადასცა.
"სამწუხაროდ, წელს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ბატონი სულიკო ტურნირის ფინალს თავად ვერ დაესწრო, თუმცა ტურნირი ტრადიციულია და მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყოველ წელს ჩატარდება" , - წერია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.