კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 60 ოჯახს კომპანია „ბი დეველოპმენტი“ დააკმაყოფილებს
21-08-2019, 12:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფის მიზნით, ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბი დეველოპმენტი“, რომელიც 60 დაზარალებულ ოჯახს საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილებს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

 

 

„მე დავპირდი კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ადამიანებს, რომელთა რაოდენობა 3 000 ოჯახამდეა, რომ მოგვარებული იქნებოდა პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში იდგა. ჩვენ უკვე დავიწყეთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რათა ეს ადამიანები დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართებით. ათეულობით წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები ელოდებიან თავიანთ ფართებს. ამჯერად გვყავს გამარჯვებული კომპანია. გამოცხადებული იყო ინტერესთა გამოხატვა დიდ დიღომში, IV მიკრორაიონის 25-ე კორპუსის მიმდებარედ,  11 774 კვ. მ მიწის ნაკვეთზე. გამარჯვებული კომპანია გახლავთ „ბი დეველოპმენტი“, რომელმაც დაახლოებით, 60 ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს. საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს თეთრი კარკასის მდგომარეობაში. გამარჯვებული კომპანიის შეთავაზება 5%-ით აღემატება სხვა დაინტერესებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფართის ოდენობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

ამასთან, მერმა კიდევ ერთ სიახლეზე ისაუბრა. მისი თქმით,  15 დაზარალებულ ოჯახს დიდ დიღომში,   IV მ/რ-ის  N2-ში დაუკანონდა  საცხოვრებელი ფართები და საკუთრების მოწმობები რამდენიმე დღეში გადაეცემათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი