ვაკის პარკის წინასაპროექტო კვლევაზე და ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ბრიტანული კომპანია Chris Blandford associates იმუშავებს
21-08-2019, 12:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო კვლევაზე, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ბრიტანული კომპანია Chris Blandford associates იმუშავებს. გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მან პროექტი წლის ბოლოს უნდა წარმოადგინოს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. 

 

 

მისი თქმით, კომპანიას ამ მიმართულებით მსოფლიო დონის გამოცდილება აქვს. 

 

 

„ამ კომპანიას  აქვს მსოფლიო დონის გამოცდილება რთული და მნიშვნელოვანი ძეგლებისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ღირშესანიშნავი ადგილების (მათ შორის, ისტორიული ლანდშაფტებისა და ტურისტული ობიექტების) კვლევაში, გენერალური გეგმების შექმნაში, რეაბილიტაციის პროექტირებასა და სტრატეგიების შემუშავებაში.

მათ გამოცდილებაში არის არაერთი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, მათ შორის, სინგაპურის ბოტანიკური ბაღები, სტოუნჰენჯის მსოფლიო მემკვიდრეობის აღდგენის პროექტი, პადუას ბოტანიკური ბაღები და ა.შ.

 

 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამარჯვებულის გამოვლენა, დიდი ხანია გვინდა ამ პროექტის განხორციელება, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო ვარდებოდა ინტერესთა გამოხატვა და ვერ ვახერხებდით შეგვერჩია შესაბამისი კომპანია. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ძლიერი კომპანია იმუშავებს ამ პროექტზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

მისივე თქმით, პროექტი მნიშვნელოვანი ჩარევების გარეშე განხორციელდება. ჩატარდება ისტორიულ-სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, რასაც დაეყრდნობა პარკის ფუნქციური ზონირება. ამასთანავე,  ჩატარდება პარკში არსებული მწვანე საფარის სრული ინვენტარიზაცია და შემუშავდება ახალი დენდროლოგიური პროექტი. 

 

 

დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა რეაბილიტაციის პროცესში საზოგადოების ჩართულობაზე და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებული მხარე წინასწარ იქნება ინფორმირებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი