დავით სერგეენკო სამთავრობო ცვლილებებზე: ჩემთვის უცნობია, რომ ასეთი კონსულტაციები მიმდინარეობდეს
19-08-2015, 04:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობა მუშაობას აგრძელებს, როგორც ერთიანი ჯგუფი, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის კომენტირებისას განაცხადა.

"შემიძლია ცალსახად დავადასტურო, რომ არანაირ დაპირისპირებაზე არ არის საუბარი. მთავრობა აგრძელებს მუშაობას, როგორც ერთიანი ჯგუფი. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ჩემთვის უცნობია, რომ ასეთი კონსულტაციები მიმდინარეობდეს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


რაც შეეხება ექსპერტების ნაწილის მოსაზრებას, რომ შესაძლოა ცვლილებები სექტემბერში დაიწყოს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპერტების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ექსპერტების შემადგენლობაში შეხედულებები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რაც სერგეენკოს შეფასებით, კარგი და ნორმალურია.


 მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაზეთმა "ალიამ" გაავრცელა, თუმცა როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი