გამომდინარე შექმნილი რეალობიდან, ჩვენ ახლა ვგეგმავთ ხალხთან კონტაქტის ახალ სტრატეგიას, - "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს.
"5 წელია იმედს ჩვენი გაკვრითი კადრიც არ უჩვენებია. ახლაც იმის გამო რომ კურიერი მოახრჩეს პირველად გადავრთე იმედზე ინტერესისათვის და რას ვხედავ, პარლამენტის ექს-თავმჯდომარე ბაქარაძე იგივე ტონით მოთქვამს ხალხის გაჭირვებაზე, როგორც ამას მისგან ვისმენდით "რუსთავი 2"-იდან. ამით ის მინდა ვთქვა, რომ "რუსთავი 2"- ის წაღებით ყველაზე მეტი დარტყმა მივიღეთ ჩვენ, როგორც პარტიამ და არა სხვა პოლიტ-ძალებმა, რომელთა გაშუქებას არ ექნება არავითარი პრობლემები ბიძინა-ხაზარაძის არხებზე.
გამომდინარე შექმნილი რეალობიდან, ჩვენ ახლა ვგეგმავთ ხალხთან კონტაქტის ახალ სტრატეგიას. ბოროტებას მაინც დავამარცხებთ, გჯეროდეთ ამის. მე გული მწყდება ერთადერთზე, ვინც მოსაკლავად დაგვდევდა 2007 წელს, მათ შორის "იმედის" დაცვის გამოც, დღეს ივანიშვილმა ეს არხი სწორედ მათ დაუთმო, თუმცა, გასაკვირვიც არაფერია, მაშინაც ხალხის სასტიკ დარბევებს აფინანსებდა და წარმართავდა სწორედ ეს ათასწლეულის ჭორვილელი ბოროტება" , - აცხადებს ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.