თბილისში, ყაზბეგის N28-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
21-08-2019, 18:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგის N28-ში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მილები და ჭები, რის შემდეგაც რეაბილიტირებულ პერიმეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

 

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო. მისი თქმით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მაღალია. 

 

 

„ამხანაგობების საერთო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტები  მოსახლეობის მომართვიანობის, პრიორიტეტებისა და მუნიციპალური ბიუჯეტის გათვალისწინებით ხორციელდება. მომართვიანობა ძალიან დიდია, ამიტომ გვიწევს პრიორიტეტების განსაზღვრა. კორპუსში არსებულ პრობლემებს შორის პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გადახურვის და შიდა საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, ასევე, ლიფტების მოწესრიგება. მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 28 სახურავს, ხოლო 2 პროექტი მიმდინარეა; დაფინანსდა წყალარინების ქსელის 23 პროექტი, რომელთაგან 14 მისამართზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო 9 მისამართზე - მიმდინარე; ლიფტის რეაბილიტაცია 34 მისამართზე დაფინანსდა, მათ შორის 18 ლიფტი უკვე განახლებულია“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. 

 

 

მიმდინარე წელს, ამ დრომდე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინფრასტრუქტურა 99 მისამართზე განახლდა, 36 მისამართზე კი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

 

 

ყოველი დაფინანსებული პროექტის შედეგად, ამხანაგობის საერთო ანგარიშზე კონკრეტული სამუშაოების საერთო ღირებულების 10 % გროვდება, რაც მოსახლეობის საჭიროების შესაბამისად, მათი საერთო ქონების განახლებას მოხმარდება.   

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი