საჩხერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. სოფლების მკვიდრებმა პრიორიტეტებთან ერთად არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს. ასევე, სამთავრობო გუნდისგან ყველა დასმულ კითხვაზე მოისმინეს პასუხი და სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის მზაობა გამოთქვეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მიერ გაჟღერებული საკითხების გარკვეული ნაწილი ადგილზევე გადაჭრეს, რიგი მათგანი კი სამოქმედო გეგმაში აისახება და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. იმისათვის, რომ რეაგირება იყოს დროული და ეფექტური პარალელურად მიმდინარეობს, აღნიშნული საკითხების დამუშავება და დამატებითი გზების მოძიება მათ მოსაგვარებლად.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხვანში, ჭალოვანში, ლიჩსა და ღოდორაში, სადაც შეხვედრები გაიმართა, კეთილმოწყობილია ცენტრალური გზა, რაც შეეხება საუბნო გზებს ნაწილობრივ დაგებულია რკინა-ბეტონის საფარი ზოგგან კი სამუშაოები ამ ეტაპზე მიმდინარეობს. წელს ასევე მოეწყო გაბიონები და გაკეთდა ხიდ-ბოგირები.
აღნიშნულ სოფლებში ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2018-2019 წლებში 3 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.